უძველესი NewsWeek არსებობას ამთავრებს

უძველესი NewsWeek არსებობას ამთავრებს

მსოფლიოს ერთ-ერთი ძველესი გაზეთი NewsWeek ბეჭდურ არსებობას ამთავრებს და ინტერნეტ-ვერსიის გამოცემაზე გადადის სახელწოდებით NewsWeek-Global.  დეკემბერში მისი ბოლო ბეჭდური ნომერი გამოვა.  გამოცემა 2012 წელს 22 მილიონი დოლარი ვალით ამთავრებს.

ორი წლის წინ გამოცემა სიმბოლურ ფასად-1 დოლარად გაიყიდა. ასევე მნიშვნელოვანი გამოცემები The Observer და  The Gardian ფიქრობენ, რომ მათ მომავალიც ინტერნეტ სივრცეში უნდა გადავიდეს, რადგან ბეჭდური გამოცემები დღეს უკვე არარენტაბელურია.   

NewsWeek ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ამერიკული ყოველკვირეული გამოცემაა. ტირაჟით ის მის მთავარ კონკურენტ Times უმნიშვნელოდ ჩამორჩება.  გამოცემა 1933 წელს Times-ის ყოფილმა რედაქტორმა თომას მარტინმა დაარსა. მისი პირველი ნომერი 1933 წლის 17 თებერვალს გამოვიდა.