ELLE: ცნობილი ქალბატონების ოთხეული ჟურნალის ნოემბრის ნომერში

ELLE: ცნობილი ქალბატონების ოთხეული ჟურნალის ნოემბრის ნომერში

ქალბატონების პოპულარული ჟურნალი ELLE ჰოლივუდის ოთხ ლამაზმანს ერთ ფოტოსესიაში აერთიანებს. სარა ჯესიკა პარკერი, ემა უოტსონი, ოკტავია სპენსერი და ელ ფენინგი ჟურნალის ნოემბრის ნომერში ერთად გამოჩნდებიან. თითოეული მათგანი საუბრობს საერთოზე თავის თავისა და  განსახიერებული გმირის შორის.

ნიუ-იორკელი მოდელის კერი ბრედშოუს როლის განუმეორებელი შემსრულებელი სარა ჯესიკა პარკერი ამბობს: ვგიჟდები ჩემს გმირზე სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“. მე არასდროს გავაკეთებ მის პაროდიას და ყოველთვის შევეცდები თავი ავარიდო მსგავსი პერსონაჟების განსახიერებას. „მიყვარს კერი, მაგრამ მისი სუსტი ვერსიის ხილვა არ მსურს“- განაცხადა მსახიობმა, რომელიც თავის გმირს ხასიათითაც ემიჯნება.

შეგახსენებთ, დაიწყო ახალი ფილმის „კერის დღიურების“ გადაღებები. ამერიკულ ტელესივრცეს ახლა ახალი კერი ბრედშოუ ჰყავს, რომელსაც ანასოფია რობი თამაშობს.  

ინგლისელი მსახიობი და მოდელი ემა უოტსონი ჰერმიონი გრეინჯერის როლზე საუბრობს, მსახიობმა სახელი სწორედ „ჰარი პოტერის“ სერიებში ამ როლის განსახიერებით მოიპოვა. გადაღებები ათი წელი გრძელდებოდა და ამ დროის განმავლობაში მისი პარტნიორები დენიელ რედკლიფი და რუპერტ გრინტი იყვნენ. 21 წლის ემა უოტსონი ამ კინოსერიების წყალობით ცოტა ხნის წინ,  გინესების რეკორდების წიგნში მოხვდა. გარდა ამისს ისბოლო ათწლეულის ყველაზე შემოსავლიან მსახიობად დასახელდა. „ჰარი პოტერის“ ფილმებმა ემას მსოფლიო გაქირავებით 7.4 მილიარდი დოლარი მოუტანა.

-მე ვოცნებობდი ჰერიმონის როლზე იმ დღეიდან, როდესაც პირველად წავიკითხე წიგნი ფილოსოფიურ ქვაზე, სერიიდან „ჰარი პოტერი“.  სიმართლე გითხრათ,  ოცნება მალევე ამიხდა და როლი მომდევნო საღამოს მივიღე. ეს ნამდვილი საოცრება იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება ვახსენებ საკუთარ თავს.

დაკოტა ფენინგის უმცროსი და ამერიკელი მსახიობი ელ ფენინგი ამბობს რომ მისი კარიერა გადასაღებ მოედანზე ძალიან ადრე დაიწყო და არც ახსოვს თავისი ცხოვრება კინოს გარეშე. მსახიობმა პირველი  როლი თავის დასთან ერთად  სამი წლის ასაკში შეასრულა, ფილმში „მე სემი ვარ“ (I Am Sam) სადაც მისი პარტნიორია შონ პენი. ამ ფილმის შემდეგ მან 30-ზე მეტ ფილმში ითამაშა.

„როგორც ყველა ბავშვი, ვცდილობდი სრულყოფილებისთვის მიმეღწია, ყოველთვის დიდი დროს იმას ვუთმობდი, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა. ჩემს არჩევანზე დიდი როლი ჩემმა უფროსმა დამ ითამაშა. ის ყოველთვის მისაბაძი იყო ჩემთვის, ჩვენ კონკურენტები არასოდეს ვიქნებით. ვფიქრობთ, რომ ამხელა კინოსამყაროში ორივესთვის მოიძებნება ადგილი“-ამბობს ელი.

ოკტავია სპენსერი, ჰყვება თავის ისტორიას, იმაზე თუ როგორ იპოვა ძალები თავის თავში, იმისათვის რომ ეთამაშა ფილმში „დამლაგებელი“. 2011 წელს მას ამ ფილმმა  „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“ და   BAFTA(ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო და კინოხელოვნების მთავარი ჯილდო) მოუტანა.