გიორგი ქადაგიძე: საპროცენტო განაკვეთების კლება ეკონომიკის განვითარებასთან ერთად გაგრძელდება

გიორგი ქადაგიძე: საპროცენტო განაკვეთების კლება ეკონომიკის განვითარებასთან ერთად გაგრძელდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საპროცენტო განაკვეთების კლება ეკონომიკის განვითარებასთან ერთად გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება მან „კურიერთან" ინტერვიუს დროს გაააკეთა.

ქადაგიძის თქმით, განვადებებზე და სხვა ტიპის სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მთელ მსოფლიოში მაღალია.

ამასთანავე, მისი განმარტებით, როდესაც საპროცენტო განაკვეთებზეა საუბარი, აქ იპოთეკურ სესხები და ბიზნესსესხები იგულისხმება.

„რაც შეეხება იპოთეკურს და ბიზნეს-სესხებს, ბოლო წლებში საპროცენტო განაკვეთის კლების ტენდენციაა. სულ რაღაც 5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო 11-12-13 პროცენტიანი სესხები. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არის მაღალი, თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ საპროცენტო განაკვეთები ეს არის მაკროეკონომიკური ინდიკატორების ერთობლიობის ასახვა და არ არსებობს არანაირი ხელოვნული მექანიზმი საპროცენტო განაკვეთების დაწევის", - განმარტა ქადაგიძემ.