მანანა კობახიძე: ახალ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში 4-5 ფრაქცია ეყოლება

მანანა კობახიძე: ახალ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში 4-5 ფრაქცია ეყოლება

"ახალ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში, სავარაუდოდ, 4-5 ფრაქცია ეყოლება“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატების შორის თათბირის დაწყებამდე,  პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, დღის განმავლობაში კიდევ უფრო დაზუსტდება ეს ყველაფერი, რადგან გადაწყვეტილება კვირამდე უნდა მიიღონ.

„კვირამდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რადგან ფრაქციებს ჰქონდეთ თავისი წესდება, დებულება და ეს ყველაფერი დროში უნდა მოესწროს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, გარკვეული ცვლილებები იგეგმება კომიტეტებთან მიმართებაშიც.

„ორი მოადგილის ნაცვლად, კომიტეტის თავმჯდომარეს ეყოლება ერთი მოადგილე“, - აღნიშნა მან.