მინსკის უშიშროება უარყოფს უდალცოვ-თარგამაძე-იაშვილის შეხვედრას მინსკში

მინსკის უშიშროება უარყოფს უდალცოვ-თარგამაძე-იაშვილის შეხვედრას მინსკში

მინსკის სახელმწიფო უშიშროების  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ალექსანდრ ანტონოვიჩის განცხადებით, არსად არ დასტურდება ის ინფორმაცია, რომ უდალცოვ-თარგამაძის შეხვედრა ბელორუსიაში შედგა.

„იმ ინფორმაციას, რომ ეს შეხვედრა ბელორუსიის ტეროტირაზე ან კონკრეტულად მინსკში გაიმართა, ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გვქონია“,-აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

ანტონოვიჩი ასევე აცხადებს, რომ უდალცოვის ქართველებთან შეხვედრის ფაქტი, შესაძლებელია თვითონ შეხვედრის მონაწილეებისგან-გივი თარგამაძის,საქართველოს კონსულის მოლდოვეთში მალხაზ იაშვილისგან ან მათი სამი თანაშემწისგან გამოჟონილიყო. „თუ ჩვენი ენით ვილაპარაკებთ, შესაძლებელია საქმე  ეხებოდეს მონაწილეთა „ორმაგ თამაშს“,-განაცხადა ანტონოვიჩმა.