„მედიის ადვოკატირებისთვის“ სასამართლო პროცესზე ფოტო და ვიდეო გადაღების აღდგენას ითხოვს

„მედიის ადვოკატირებისთვის“ სასამართლო პროცესზე ფოტო და ვიდეო გადაღების აღდგენას ითხოვს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“  სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას, კონკრეტულად კი, სასამართლო პროცესზე ფოტო და ვიდეო გადაღების აღდგენას  ითხოვს.

როგორც კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ,  პროცესზე ფოტო და ვიდეო გადაღების აღდგენა მართლმსაჯულებისასდმი ნდობას გაზრდის.

ამასთან, ორგანიზაცია Must Carry-სა და Must Offer-ის მაუწყებლის შესახებ კანონით რეგულირებას ითხოვს.

მათი განცხადებით,  პარლამენტის მიერ არჩევნებამდე გატარებული რეგულაცია დროებითი იყო და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყო საერთო მაუწყებლების გავრცელება ყველა ოპერატორის მიერ.

კოალიცია იძლევა რეკომენდაციას,  ახალმა ხელისუფლებამ ღია მმართველობა უზრუნველყოს და შეიქმნას გამჭვირვალე საჯარო სამსახურები.