ილია პონომარიოვი: როგორ შეძლო თარგამაძემ რუსეთის ვიზის მიღება და დაუსჯელად უკან დაბრუნება?

ილია პონომარიოვი: როგორ შეძლო თარგამაძემ რუსეთის ვიზის მიღება და დაუსჯელად უკან დაბრუნება?

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, „მემარცხენა ფრონტის“ დამაარსებლის ილია პონომარიოვის განცხადებით, უნდა გაირკვეს  როგორ შეძლო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ რუსეთის ვიზის მიღება, ქვეყანაში შესვლა და შემდეგ დაუსჯელად ისევ უკან დაბრუნება.

„ფილმში  რამდენიმე უზუსტო დეტალია. მაგალითად ის, რომ ფილმი ჩაწერილია ზაფხულის დასაწყისში, ყოველშემთხვევაში მაშინ, როდესაც უდალცოვის საქმე ულიანოვსკის სასამართლოში იხილებოდა. მას ქვეყნის დატოვება არ შეეძლო. გარდა ამისა საზღვარგარეთის პასპორტი მან მხოლოდ აგვისტოს თვეში მიიღო, მისი გაგზავნა მინდოდა სამკურნალოდ. ამდენად, შეხვედრა რუსეთის ტერიტორიაზე უნდა შემდგარიყო.

აქ მთავარ კითხვაზეა პასუხი გასაცემი - როგორ შეძლო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ რუსეთის ვიზის მიღება „მემარცხენა ფრონტის“ ლიდერებთან შესახვედრად. როგორც ჩანს, მისი ვიზიტის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა მისი დაკავება არ მომხდარა. როგორ შეეძლო ჩვენი მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგე ქვეყნის წარმომადგენელს, სამხრეთ ოსეთზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორს ჩვენს ქვეყანაში უპრობლემოდ შემოსვლა და შემდეგ, დაუსჯელად უკან დაბრუნება?

ისე, თუ მასმედიას დავუჯერებთ, მას საქართველოდან გასაქცევიც აქვს, იმდენი რამეში აქვს მონაწილეობა მიღებული“,-აცხადებს პონომარიოვი.