ტომ კრუზი ბავშვობის მოგონებებსა და ახალგაზრდობის საიდუმლოზე საუბრობს (VIDEO)

ტომ კრუზი ბავშვობის მოგონებებსა და ახალგაზრდობის საიდუმლოზე საუბრობს (VIDEO)

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ტომ კრუზი, ერთ-ერთ, უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში საკუთარ ბავშვობაზე, ახალგაზრდობის საიდუმლოსა და  ფილმ „საუკუნის როკის“ გადაღებებზე საუბრობს.

როგორც მსახიობი აცხადებს, ის ბავშვობიდანვე ძალიან ბევრს მუშაობს. მისი პირველი სამსახური რვა წლის ასაკიდან გაზონების ჭრით დაიწყო, შემდეგ პარკებსა და ბაღებს ალაგებდა ხელს აწერდა და აგზავნიდა მისალოც ბარათებს. მღეროდა კლუბებში. ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დედას გადასახადების გადახდაში დახმარებოდა.

„დიახ, მე კარდაკარ დავდიოდი კანადასა და კენტუკიში და ვმუშაობდი. ქალების  გარემოცვაში გავიზარდე. დედას გადასახადების გადახდა ყოველთვის მარტო უწევდა, ამიტომაც იყო სამუშაო ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი“-ამბობს მსახიობი.

ტომ კრუზი ივლისის თვეში 50 წლის შესრულდა, მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავ ფორმაშია და სახეზე ერთი ნაოჭიც კი არ აქვს. პლასტიკური ქირურგიისთვის ტომს არასდროს მიუმართავს და ამის გაკეთებას არც არასდროს აპირებს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ის ამ ასაკში ასე კარგად გამოიყურებოდეს, კრუზი ღიმილით პასუხობს: „სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს. მე ვმუშაობ და ყოველთვის ჩემს ოჯახთან ვარ, ბევრს ვვარჯიშობ და ცოტა მძინავს. ერთი სიტყვით ვშრომობ“.

მსახიობი ყოველი როლისთვის განსაკუთრებით ემზადება, თუმცა მისი ბოლო ნამუშევარი მუშაობის მხრივ განსაკუთრებით შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან ფილმში „საუკუნის როკი“  მას ცოცხლად სიმღერა უწევდა: „როლზე ყოველთვის ბევრს ვმუშაობ. იმისათვის, რომ ფილმ „უკანასკნელი სამურაიში“ ხმლის კარგად ფლობა შემძლებოდა თითქმის 1 წელი ვემზადებოდი. დღეში 6 საათი, კვირაში 7 დღე.  „საუკუნის როკზეც“ იგივე რეჟიმში ვიმუშავე, დღეში 5 საათი ვემზადებოდი სიმღერაში და 3 საათი ცეკვაში“-იხსენებს მსახიობი.