ბიძინა ივანიშვილი: დამარწმუნეს, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ევროპაში უნდა შედგეს

ბიძინა ივანიშვილი: დამარწმუნეს, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ევროპაში უნდა შედგეს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიზიტი ევროპაში შედგება. ამის შესახებ მან ევროკომისარ შტეფან ფულესა და ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო მისი მეორე შეხვედრა შტეფან ფულესთან, რომელზეც საინტერესო საუბარი წარიმართა.

ივანიშილის განცხადებით შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ძალიან ბევრი რჩევა და მიწვევა მიიღო.

„ისინი ევროპაში გველოდებიან. დამარწმუნეს, რომ პირველ რიგში ევროპაში უნდა წავიდე და პირველი ვიზიტი ევროპაში შედგეს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილსა და შტეფან ფულეს შორის შეხვედრა დღეს ივანიშვილის ბიზნესცენტრში გაიმართა. მასზე საუბარი საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო.