დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად ვახტანგ ყოლბაიას შესაძლო დანიშვნას აპროტესტებენ

დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად ვახტანგ ყოლბაიას შესაძლო დანიშვნას აპროტესტებენ

დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად ვახტანგ ყოლბაიას შესაძლო დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით დევნილები კოალიცია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნული აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა.

როგორც დევნილები აცხადებენ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურას მოიაზრებენ, რის გამოც „ბიძინა ივანიშვილი ვიღაცას შეცდომაში შეჰყავს".

„ვახტანგ ყოლბაია წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა და სოლიდურ ხელფასს იღებდა, თუმცა, მას დევნილთა პირობების გაუმჯობესების კუთხით, აქამდე არაფერი გაუკეთებია“, - აცხადებენ  დევნილები.

მათივე თქმით, ყოლბაიას ჰქონდა ბერკეტები, რათა დევნილთა პირობები გაუმჯობესებულიყო, თუმცა, მას ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია.

დევნილები იმედოვნებენ, რომ „ქართული ოცნება" მათ აზრს გაითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დევნილები საპროტესტო აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავენ.