ცესკო: 3677 უბნის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 54,92% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას

ცესკო: 3677 უბნის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 54,92% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას" – 40,35%

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების 99,5%-ის მონაცემები უკვე დათვალა.

წინასწარი შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 54,92% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას" – 40,35%.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიების შედეგებს, სურათი ასეთია: „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას" - 2,04%, ხოლო "შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტულ პარტიას" - 1,24%. ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტის შედეგი 1%-ზე დაბალია.

ამასთან, როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ცესკო საარჩევნო ოლქებიდან საბოლოო შედეგებს მიიღებს, მონაცემის დაზუსტებას შეუდგება.

3766 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილ 3677 უბანს შორის 70 სპეცუბანია.

 საპარლამენტო არჩევნების საბოლოო სედეგები 18 ოქტომბრისთვის უნდა გახდეს ცნობილი.