ომბუდსმენის აპარატი: დანაშაულში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება სამართალდამცავ ორგანოთა პრეროგატივაა

ომბუდსმენის აპარატი: დანაშაულში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება სამართალდამცავ ორგანოთა პრეროგატივაა

სახალხო დამცველის აპარატი გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სტატიას, სახელწოდებით- "ამოიცანით ჯალათები" ეხმაურება. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სტატიის თანახმად, მასში მოცემულია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე პირთა სია სახელის, გვარის, დაბადების წლის, საცხოვრებელი ადგილებისა და მისამართების მითითებით.

"აშაკარაა საზოგადოების მაღალი ინტერესი ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებისადმი. ამავე დროს, სტატიაში გამჟღავნებულია ისეთი ტიპის პერსონალური მონაცემები, რომლებიც იძლევა პირთა იდენტიფიცირების საშუალებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სტატიაში ჩამოთვლილი პირების და მათი ოჯახების წევრების მიმართ აგრესია და მათი უფლებების დარღვევა.

დანაშაულში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოთა პრეროგატივას. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეულ ფაქტზე. ამავდროულად მოუწოდებს მედია საშუალებებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მოქალაქეებს", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.