„ამომრჩეველთა ლიგის“ პარალელური დათვლის შედეგები: „ქართულ ოცნებას“  60,74%, „ნაციონალურ მოძრაობას“  34,12%

„ამომრჩეველთა ლიგის“ პარალელური დათვლის შედეგები: „ქართულ ოცნებას“ 60,74%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 34,12%

ამომრჩეველთა ლიგამ   პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის საბოლო შედეგები წარმოადგინა.

„ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვის შედეგების მიხედვით, კოალიცია „ქართულმა ოცნებას“ ამომრჩეველთა  60,74% მისცა ხმა.

პარალელური დათვლის საბოლოო შედეგების მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა  მისცა ამომრჩეველთა 34,12%-მა.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ლიგის ცნობით, „ქართულმა ოცნებამ“ 47 მაჟორიტარი გაიყვანა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობას“ 24 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს.

პარალელური დათვლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 94 მანდატი აქვს, „ნაცმოძრაობას“ კი - 50.

აღნიშნულ შედეგებში ორი სადაო მაჟორიტარული ოლქის შედეგები არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, 4 მანდატი გარკვეული ფორმულის მიხედვით გადანაწილდება.

ამომრჩეველთა ლიგის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შემაჯამებელი შედეგები ჟურნალისტებს ლიგის თავმჯდომარემ კოკა გუნცაძე და პარტნიორი კომპანია „ბარსელო ენდ ქომფანის" თავმჯდომარემ ბრიუს ბარსელომ წარუდგინეს.

ამომრჩეველთა ლიგამ  პარალელური დათვლა 1 200 საარჩევნო უბანზე ჩაატარა.