„ქართული ოცნება“- დივანზე წამოწოლა და  გამარჯვებული ლიუმპენი ანუ როგორ მისტირის ლატინინა სააკაშვილს

„ქართული ოცნება“- დივანზე წამოწოლა და გამარჯვებული ლიუმპენი ანუ როგორ მისტირის ლატინინა სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილისადმი უაღრესად დადებითად და სიყვარულით განწყობილი რუსი ჟურნალისტი, იულია ლატინინა მიხეილ სააკაშვილს ღიად და აშკარად მისტირის. სააკაშვილისადმი გამოსამშვიდობებელ წერილს ლატინინა ნოვაია გაზეტა-ში აქვეყნებს.

„მაფიოზური სახელმწიფოს ნანგრევებისგან, სადაც პირველი პირები კანონიერი ქურდები და კორუმპირებული მილიარდელები გახლდნენ, რომელთაც ფული რუსეთში იმ გზებით იშოვეს, როგორც შოულობდნენ ფულს 90-იან წლებში რუსეთში, როცა სახელმწიფო არ ფუნქციონირებდა ანდა თუ მუშაობდა მხოლოდ იმიტომ, რომ უკანონოდ ესროლა, გაექურდა და მოეკლა-საქართველო ინფრასტრუქტურების გამჭვირვალობის დონით, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სახელმწიფოდ გადაიქცა.

და აღმოჩნდა, რომ ქართველი ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა, ყოველშემთხვევაში, თითქმის ნახევარმა, ქართველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა ოპოზიციას, რომელიც ასვე კანონიერ ქურდებს წარმოადგენს (რად ღირდა თუნდაც  ერთი შეხვედრა ბატონი ხაინდრავასი საფრანგეთში ათობით კანონიერ ქურდებთნ-ბინ ნიუტონთან ან ის, რაზეც ისინი მსჯელობდნენ არჩევნების წინ), ხმა მისცა 90-იანი წლების მილიარდელებს და შევარდნაძის დროინდელ ბანდიტურ-ჩინოვნიკურ ცნობილ სახეებს, რომლებიც ინფანტილური სახელწოდების „ქართული ოცნების“ პარტიის გარშემო გაერთიანდნენ.

გესმით„ოცნება“ რა არის? ქართული ოცნება-ტახტზე წამოწოლაა, სარეცხი მანქანის ჩუქებაა, კიდევ უფრო კარგი იქნება ბინა, კიდევ უფრო უკეთესი-თვითმფრინავი, მაგრამ ეს არ არის ქართული ოცნება, ეს ლიუმპენის ოცნებაა.

ქართული ექსპერიმენტი დამთავრებულია. არც ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გაიმარჯვებს  შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუ მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა, იმისთვის რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, ის წავა სოციალურ დათმობებზე, დახარჯავს ქართულ ბიუჯეტს არა გამჭვირვალე სახელმწიფო ინფრასტრუქტურების მშენებლობაზე, არამედ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ადამიანების გამოსაკვებად, თუ ივანიშვილი გაიმარჯვებს -იქნება იგივე, როგორც კუბაში.

რაც უფრო მეტი ფული წავა უმუშევრების გამოკვებაზე, მით უფრო ნაკლები სურვილი ექნება უმუშევარს არ იმუშაოს. ის ჩათვლის, რომ მის წინაშე ვალდებულები არიან და მით უფრო მეტნი იქნებიან ის ჩინოვნიკები, ვინც ამ ვალდებულებას დაუჭერს მხარს.

ქართველმა ამომრჩეველმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო პუტინმა: მან გაანადგურა საქართველო“,-წერს ლატინინა.