„ამომრჩეველთა ლიგა“  ცესკოს წინააღმდეგ

„ამომრჩეველთა ლიგა“ ცესკოს წინააღმდეგ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“  საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, ზურაბ ხარატიშვილს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

გუნცაძის განცხადებით, განცხადებები,  თითქოს საოლქო კომისიის წევრებზე ზეწოლა ხდება, პოლიტიკურ შინაარსს ატარებს.

„ამომრჩეველთა ლიგის“  თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე ოქმიც წარადგინა,  სადაც დარღვევებია ასახული.

კონკრეტულად კი,  მითითებულია იმაზე მეტი ამომრჩეველი ვიდრე,  ეს წინასწარ სიაში იყო.

ლიგის თავმჯდომარე  მსგავი ფაქტების გასაჩივრებას გეგმავს.

„ცესკოს თავმჯდომარეს ვერ გაუცნობიერებია,  რომ ის  ცესკოს თავმჯდომარეა.  ქვეყანაში  ახალი პოლიტიკური ვითარება,  ახალი პოლიტიკური რეალობაა და ის ვალდებულია,  რაც შეიძლება სწრაფად გამოაქვეყნოს ობიექტური ინფორმაცია.  ცესკოს თავმჯდომარე ძალიან ცდება, თუ გონია, რომ  დღეს,  „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო საშიშია ვიდრე,  ქართველი ხალხი. ხელთ მაქვს ადიგენის 38 საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ოქმი,  სადაც ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა განსაზღვრულია 818 -ით,  ხოლო მონაწილე ამომრჩველთა  რაოდენობა განსაზღვრულია 832 - ით,  ანუ არჩევნებში მონაწილეობა გაცილებით მეტმა მიიღო ვიდრე, ამომრჩეველთა რიცხი  იყო დაფიქსირებული“, - განაცხადა გუნცაძემ.