ნატო-ს გენერალური მდივანი ქართველ ხალხს თავისუფალ არჩევნებს ულოცავს

ნატო-ს გენერალური მდივანი ქართველ ხალხს თავისუფალ არჩევნებს ულოცავს

 ნატო-ს გენერალურმა მდივანმა  ანდერს ფოგ რასმუსენმა ქართველებს თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და მშვიდობიანი არჩევნების დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ნატო-ს განზრახული აქვს ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება.  

"ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ ერთად იღვაწოს ქვეყნის საკეთილდღეოდ; განახორციელონ რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების შემდგომი კონსოლიდაცია. ნატო ერთგულია საქართველოსთან ახლო ურთიერთობების პოლიტიკისა და ჩვენ განზრახული გვაქვს კიდევ უფრო გავამყაროთ ეს ურთიერთობები", - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.