„სახალხო კრება“  საზოგადოებას, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“  საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„სახალხო კრება“ საზოგადოებას, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სახალხო კრება ქართულ საზოგადოებას, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს გამარჯვება საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი ბრძოლის საბოლოო გამარჯვებით დასრულების საფუძველია.

გარდა ამისა, „სახალხო კრება“ იმედს გამოთქვამს, რომ ახლად არჩეული პარლამენტის ერთ-ერთი უპირველესი გადაწყვეტილება ყველა პოლიტიკური და უკანონო პატიმრის გათავისუფლება და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იქნება.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„სახალხო კრება“ ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ „ძალა ხალხშია!“ დიახ, ძალა მართლა ხალხშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისუფლების მოყვარე საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და ახლობლების უსაფრთხოების ფასად წლების მანძილზე ებრძოდა სააკაშვილის ნეობოლშევიკურ რეჟიმს.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვება გახლავთ საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი ბრძოლის საბოლოო გამარჯვებით დასრულების საფუძველი.

უმძიმესი წინასაარჩევნო გარემოს,ხელისუფლების ძალადობის, ტერორის, დაშინებისა და ცილისწამების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გამოიჩინა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა და მთელი მსოფლიოს გასაგონად უარი უთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს.

„სახალხო კრება“ ულოცავს სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას.

ისტორია დღესაც განმეორდა. ისევე როგორც 1989 წლის 9 აპრილის ღამემ საბოლოოდ გატეხა კომუნისტური რეჟიმი და წელიწადნახევარში ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად, არჩევნებით მოიპოვა გამარჯვება, ასევე ახლაც, 2011 წლის 26 მაისის ღამემ საბოლოოდ ჩამოხსნა ნიღაბი სააკაშვილის ტირანიას და ზუსტად წელიწადნახევრის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნებით, მშვიდობიანად მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება.

ისევე როგორც მაშინ, დღესაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯია რეჟიმის რეალური დემონტაჟისა და ქვეყნის გადარჩენისაკენ. დღევანდელი გამარჯვება მყიფეა, რადგან დემოკრატიულობისა და არჩევნების სამართლიანობის ფასადის მიღმა, სააკაშვილი და მისი გუნდი ბოლომდე ცდილობს არჩევნების შედეგებით მანიპულირებას და რეალური სურათის მაქსიმალურად, „ნაციონალური მოძრაობის“, სასარგებლოდ შეცვლას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ არც ბიძინა ივანიშვილი, არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველოს მოსახლეობა მათ ამის საშუალებას არ მისცემს და იბრძოლებს - საბოლოო გამარჯვებამდე!

„სახალხო კრება“ იმედს გამოთქვამს, რომ ახლად არჩეული პარლამენტის ერთ-ერთი უპირველესი გადაწყვეტილება ყველა პოლიტიკური და უკანონო პატიმრის გათავისუფლება და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იქნება.

„სახალხო კრება“ ასევე იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს და ხელს შეუწყობს ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანის - სამოქალაქო საზოგადოების და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში, რაც უპირობო გარანტი იქნება იმისა, რომ ვერც ერთი ხელისუფლება მომავალში ვერ შეძლებს ძალაუფლების მონოპოლიზაციასა და უზურპირებას“, - ნათქვამია