ვინ იმღერებს Victoria’s Secret-ის გრანდიოზულ შოუში?(VIDEO)

ვინ იმღერებს Victoria’s Secret-ის გრანდიოზულ შოუში?(VIDEO)

ჯასტინ ბიბერი, რიანა და ბრუნო მარსი,დეკემბრის თვეში მონაწილეობას მიიღებენ Victoria’s Secret -ის გრანდიოზულ შოუში.

ბრენდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ვარსკვლავები შოუში მიეწვია და ამის შესახებ განცხადება „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეც განთავსდა. თავდაპირველად განცხადებააში საუბარი მხოლოდ რიანაზე იყო, შემდეგ კი მას ჯასტინი და ბრუნო მარსიც დაემატა.

„ვიქტორია სეკრეტის ანგელოზთა“ სიაში არიან მსოფლიო დონის სუპერმოდელები, მათ შორის ადრიანა ლიმა, მირანდა კერი და ალესანდრა ამბროზიო. ბრენდი ყოველწლიურად მართავს გრანდიოზულ შოუს, ეს ჩვენება მაღალი მოდის ზეიმად ითვლება და ათასობით მოდის კრიტიკოსი და გულშემატკივარი ადევნებს თვალს. შოუზე ყოველწლიურად მსოფლიოს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს იწვევენ, რომლებიც წინა რიგებში ადევნებენ თვალს გრანდიოზულ დეფილეს.

 Victoria’s Secret-ის შოუში მუსიკალური ნომერი, პირველად, შარშან 2011 წლის ზამთარში გამოჩნდა,  მაშინ სცენაზე კენი ვესტი, ჯეიზი და ნიკი მინაჟი ცოცხლად მღერიდნენ.

Victoria’s Secret-ის შოუ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ და სანახაობრივ შოუდ ითვლება