გოგა ხაინდრავა: ახლა იწყება პროცესი, როცა ყველას დანაშაული გამოაშკარავდება

გოგა ხაინდრავა: ახლა იწყება პროცესი, როცა ყველას დანაშაული გამოაშკარავდება

"ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერის, გოგა ხანდრავას განცხადებით, საქართველოში იქნება ახალი მთავრობა, ახალი ცხოვრება, ახალი ერა დაიწყება ქვეყნის განვითარებაში და მოსახლეობამ ევროპისკენ ვეებერთელა ნაბიჯი გადადგა.

თუმცა მისი თქმით, ახალ მთავრობაში ის არავითარ შემთვხვევაში არ აღმოჩნდება.

„სააკაშვილის რეჟიმი დამთავრდა, ასევე ხარატიშვილების, წიკლაურების, ოჩიაურების, ბოკერიების, ადეიშვილების და მერაბიშვილების. მინდა მათ ვუთხრა - თქვენი ბოგინი საქართველოში დამთავრდა. ახლა იწყება პროცესი, როცა ყველა თქვენგანის დანაშაული გამოაშკარავდება", - განაცხადა ხაინდრავამ და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ეღიარებინა დამარცხება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა ის, რაც გუშინ ხაშურში მოხდა.