ლადო ვარძელაშვილმა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა

ლადო ვარძელაშვილმა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მიულოცა.

როგორც მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში განაცხადა, ეს არჩევნები მაგალითი იყო დემოკრატიული პროცესისა.

„გაიმარჯვა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მე მინდა მივულოცო მათ არჩევნებში ვინც გაიმარჯვა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებსაც. საქართველოში მოხდა ის, რაც არასდროს მომხდარა. ცვლილებები ხდება არჩევნების გზით და არა დაპირისპირებით", - განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.

ამასთან კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.

მისი თქმით, მიუხედავად შეხედულებების რადიკალურად განსხვავებულობისა, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს.