ირაკლი ალასანია:  ერთ ხმას არ გავაყალბებინებ!

ირაკლი ალასანია: ერთ ხმას არ გავაყალბებინებ!

კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს, ცოტა ხნის წინ, სიტყვით მიმართა.

ალასანიამ, მათ მობილიზებისა და საკუთარი  არჩევანის დაცვისაკენ მოუწოდა. „არც ერთი ხმა, არ უნდა დაიკარგოს, ჩვენ თითოეულ ადამიანს დავიცავთ, ნურავის გეშინიათ დაშინების, გამარჯვების იმედით, საქმით  გავაგრძელებთ ამ პროცესს“ -განაცხადა ალასანიამ. შეკრებილ მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და ყველას სამართლებრივ და მორალურ დავაში ჩართვისკენ მოუწოდა.

ალასანიას ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დღეს დილიდანვე არიან შეკრებილები და როგორც ამბობენ, დემონსტრაციისათვის ემზადებიან.

შტაბში ასევე შეკრებილები არიან კოალიციის კოორდინატორები ზუგდიდის რაიონის ყველა სოფლიდან. შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.