ვიქტორ დოლიძე: ემიგრანტებში 98%-ის ასაღებად ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა

ვიქტორ დოლიძე: ემიგრანტებში 98%-ის ასაღებად ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატი, ვიქტორ დოლიძე ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ემიგრანტთა შედეგების მონაცემებს ეხმაურება და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ  ემიგრანტებში „ნაციონალური მოძრაობის“ 98%-ის აღება  გასაკვირი არ არის, რადგან ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც ემიგრანტთა უდიდესმა ნაწილმა არჩვენებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. ვინც შეძლო,  ეს ძირითადად ის კონტიგენტია, რომელსაც ხელისუფლება პარიზი-ბრიუსელი-სტრასბურგში წინდაუკან დაატარებდა. უნდა გენახათ, წუხელ რამდენი ხალხი მირეკავდა საზღვარგარეთიდან და ტიროდა, რომ მათ ვერ შეძლეს ამ გამარჯვებაში თავისი ხმის შეტანა“,-აცხადებს დოლიძე.

კოალიციის წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა საქართველოში,რეგიონებში.

„რამდენიმე რეგიონში ნამდვილად გვაქვს საბრძოლველი. ყველაზე მთავარი ზუგდიდია, სადაც საოცარი გაყალბება დაფიქსირდა, ზუგდიდში ახლაიას არ მოუგია და ჩვენ ამის დამტკიცებას შევძლებთ“,-აცხადებს დოლიძე.