„ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“:  55,23%-ით კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს

„ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“: 55,23%-ით კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს

"ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ მიერ განხორციელებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები ჟურნალისტებს ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ გააცნო.

შედეგების თანახმად,   კოალიცია „ქართული ოცნება“ 55,23%-ით ლიდერობს, მას 39,55%-ით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოჰყვება,  გიორგი თარგამაძე - „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა“ - 1,95%, შალვა ნათელაშვილი - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1,24%-ით და ახალი მემარჯვენეები - 0,42%-ით.

შედეგები ჟურნალისტებს „ხმების პარალელური დათვლის მონაცემები პლიუს მინუს ერთ პროცენტიან ცდომილებას მოიცავს და მხოლოდ პროპორციული წესით დათვლის შედეგებს ასახავს. ჩვენი დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს 73-ვე ოლქში აკვირდებოდნენ. ხმების პარალელურ დათვლაში კი 500-მა მათგანმა მიიღო მონაწილება“, - განაცხადა ჩაჩავამ.

ცნობისთვის,  ხმების პარალურული დათვლა საარჩევნო უბნების შემთხვევითი პრინციპის შერჩევას გულისხმობს.

ორგანიზაციამ პროექტი ნიდერლანდების საელჩოს პროგრამა „მატრას“ ფინანსური მხარდაჭერით „ბალტიკ სერვეისთან“ ერთად განახორციელა.