ევრონიუსი : „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს

ევრონიუსი : „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს

საქართველოში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე  „ევრონიუსზე“  სიუჟეტი გავიდა, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მათ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 57% მიიღეს, მმართველმა გუნდმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 38,5% მოიპოვა.

ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა  პარტიულ სიაში ოპოზიციის გამარჯვებ სცნო, თუმცა აღნიშნა, რომ  მაჟორიტარული სიით მისი გუნდი ლიდერობს.

ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეები, გამარჯვებას ქუჩაში ზეიმობდნენ, ეგზიტპოლების შედეგებს ისინი ერთად შეხვდნენ.

„პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყნის მოქალაქეებმა  მთავრობა არჩევნების გზით შეცვალეს, ეს ძალაინ დიდი მოვლენაა და ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში“ - განაცხადა  კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა“.