საია და „სამართლიანი არჩევნები“ „ქართული ოცნების“ თბილისისა და ქუთაისის  აქციებს დააკვირდებიან

საია და „სამართლიანი არჩევნები“ „ქართული ოცნების“ თბილისისა და ქუთაისის აქციებს დააკვირდებიან

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დღეს,  თბილისსა და ქუთაისში  აქციების მიმდინარეობას დააკვირდება.

საია-ს განცხადების თანახმად, აქციებს აღნიშნული ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებიან, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც აქციების ორგანიზებას და მასში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

საია და „სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები სახელმწიფო უწყებების მიერ იქნება უზრუნველყოფილი.

„ქართული ოცნების“ აქციები თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად, 16:00 საათზე დაიწყება.