ახალი  სკანდალური ვიდეო Youtube- „ სააკაშვილი ვატო ყიფიანის მკვლელობას უკვეთავს

ახალი სკანდალური ვიდეო Youtube- „ სააკაშვილი ვატო ყიფიანის მკვლელობას უკვეთავს"

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ გავრცელდა ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ასახავს თუ როგორ უკვეთავსაჭარის მთავარი სამმართველოს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, თემურ პატარიძე მოსკოვში ჩეჩენ ქილერებს კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებული ვატო ყიფიანის მკვლელობას 200 000 აშშ  დოლარად.

მასალაში კუდ-ის უფროსის ძმა ოთარ პატარიძე ყვება, რომ მისმა ძმამ „ზემოდან“ მიიღო დავალება ვატო ყიფიანის ადგილსამყოფელის დადგენისა და მის მოსაკლავად ჩეჩენ ქილერებზე გასვლის შესახებ.

„ამ ზაფხულს რომ ვიყავი ჩამოსული დამირეკა რაღაცა სერიოზული საქმე მაქვსო. მითხრა, ზემოდან მეუბნებიანო, რომ გყავს ვიღაცა ნაცნობი ჩეჩენები მოსკოვშიო თუ შეიძლება ნახონ ვატო ყიფიანი, არ ვიცით კიევში იყო ახლა, მგონი მოსკოვშიაო და გავიგოთო თუ მოაწერენ ხელს, რომ დაბრიდონო 200 ათასად“ - ამბობს ვიდეომასალაში ოთარ პატარიძე.

მისი მონაყოლი ჩაწერილია მოსკოვში სასტუმრო „მარიოტში“.

როგორც ოთარ პატარიძე ამბობს, ის დაუკავშირდა მოსკოვში ნაცნობ ჩეჩნებს. ისინი საქმეზე დათანხმდნენ და ფულის ნაწილი აიღეს, თუმცა, მერე საქმე დროში გაიწელა.

პატარიძის თქმით, მოგვიანებით მას ჩეჩნები უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ საქმე გაკეთებულია და დანარჩენ თანხას მოითხოვენ.

მასალაში ასევე ფიგურირებს ჩეჩენი ეროვნების პირის საუბრის აუდიო ჩანაწერები, როგორც კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსთან თემურ პატარიძესთან, ასევე მის შუამავალთან მოსკოვში, რომელმაც ქილერებს დარჩენილი თანხა გადასცა.

ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ჩეჩენმა ქილერებმა ვატო ყიფიანის მკვლელობა არ შეასრულეს. მათ ამ დავალების შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს თავად ვატო ყიფიანი.

 მასალის დასასრულს ოთარ პატარიძე ამბობს, რომ მისმა ძმამ სავარუდოდ ეს დავალება და ფული მისი ხელმძღვანელისგან მიიღო, რადგან მას თავად ასეთი თანხა არ ჰქონდა.

უცნობია როდის არის ვიდეო ან აუდიომასალა ჩაწერილი. ის უკვე განთავსდა www.youtube.com-ზე და მას ახლავს განმარტება, სადაც მითითებულია, რომ ვიდეოს მეორე და მესამე ნაწილი მალე გამოქვეყნდება.

"ეს ეპიზოდები დამონტაჟებულია ძალიან ვრცელი აუდიო-ვიდეო მასალისაგან. მეორე და მესამე ნაწილი - უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. სადაც ვატო ყიფიანის მოკვლის დაკვეთის გარდა - საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ამსახველი ფაქტებია აღბეჭდილი".