„ქართული ოცნების“ ოფისის დაცვის თანამშრომლის შვილს მანქანით ხელებზე გადაუარეს

„ქართული ოცნების“ ოფისის დაცვის თანამშრომლის შვილს მანქანით ხელებზე გადაუარეს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის დაცვის თანამშრომლის შვილი დავით ცისკარიშვილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და უმოწყალოდ სცემეს.

ამის შესახებ  ინფორმაციას „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის გვერდზე ავრცელებს.

როგორც დაზარალებული ამბობს, უცნობმა პირებმა ის მანქანით გაიტაცეს, კუკიაზე აიყვანეს და დაემუქრნენ, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დავით ცისკარიშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა, მას ხელებზე მანქანით გადაუარეს.