დღეს, „ქართული ოცნების“  წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქცია გაიმართება

დღეს, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქცია გაიმართება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“  წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციას დღეს,  თავისუფლების მოედანზე გამართავს.

აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. შეკრებილ საზოგადოებას კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

აქციის მიმართულებით მსვლელობა 14:00 საათზე ოთხი წერტილიდან - ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან,   „დინამოს“ სტადიონიდან და მეტრო „ავლაბრის“ ტერიტორიიდან დაიწყება.

მსვლელობებს  „ქართული ოცნების“ ლიდერები და რაიონების მიხედვით გადანაწილებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უხელმძღვანელებენ.

აქციის მოსამზადებელი სამუშაოები უ  გვიან ღამით დაიწყება,რომლის დროსაც სცენა და გახმოვანების აპარატურა დამონტაჟდება.