„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ყრილობაზე მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ყრილობაზე მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ

თბილისში ნაციონალების  შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში დღეს დილიდან მობილიზება შეინიშნებოდა.

ინფო 9-ის ინფორმაციით, დილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისისკენ გამოემართნენ. მათ შორის საჩხერიდან, ზუგდიდიდან,მარტვილიდან,  ხონიდან, ამბროლაურიდან, ჩოხატაურიდან, ლანჩხუთიდან და ქობულეთიდან.

ინფო-9 ამის დამადასტურებელ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ყრილობაზე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების გარდა სკოლის მოსწავლეებსაც უშვებენ.

სტადიონზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ყრილობაზე წინასაარჩევნო პროგრამა – „მეტი სარგებელი ხალხს“ წარუდგენეს.

შეკრებილ საზოგადოებას საქართელოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარდა სიტყვით მიმართა პრემიერ მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ; თბილისის მერმა გიგი უგულავამ; ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა მიმართა.