ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას გაუჩინარებასთან დაკავშირებით ვიდეოკადრები გავრცელდა (VIDEO)

ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას გაუჩინარებასთან დაკავშირებით ვიდეოკადრები გავრცელდა (VIDEO)

ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების პრეს-სამსახური ბესო სურმავას გაუჩინარების შესახებ კადრებს ავრცელებს. კოალიციაში ამტკიცებენ, რომ კადრები 27 სექტემბერს, ღამის ოთხ საათზეა გადაღებული.

ვიდეოკადრები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელთან  სათვალთვალო ვიდეოკამერით არის არის გადაღებული.

კადრებში ნათლად ჩანს, რომ ბესო სურმავა გამოდის დაცვის ოთახიდან და ეწევა სიგარტს. შემდეგ ისევ ბრუნდება ოთახში და მეორედ გამოსვლის შემდეგ ჯდება მსუბუქ ავტომანქანაში, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ ტოვებს ტერიტორიას.

ინფორმაცია, რომ ბესო სურმავა სახლში არ არის და მასთან მხოლოდ ერთხელ სატელეფონო კონტაქტი მოხერხდა, დღეს მისმა მეუღელმ გაავრცელა. ბესო სურმვას სახელით კი ორი დღეა, ინტერნეტში "ქართული ოცნების" წევრების საუბრების ჩანაწერები ვრცელდება.