ფილარმონიასთან უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია დაიწყო

ფილარმონიასთან უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია დაიწყო

ფილარმონიასთან პატიმართა სოლიდარობის ნიშნად, უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების არჩევნებამდე ბოლო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვენ, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდნენ. მეორე ძირითადი მოთხოვნა კი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდა, არჩევნების შემდეგ აქცია ახალი ძალით განახლდება. მოთხოვნები კი, ყველა იმ პირის დასჯა და პასუხისგებაში მიცემაა, ვინც პატიმართა წამებასთან არის კავშირში.

სტუდენტებისა და უფლებადამცველების საპროტესტო აქციები 18 სექტემბერს გვიან ღამით დაიწყო, მას შემდეგ რაც შსს-მ და რამდენიმე ტელეკომპანიამ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელა.

პატიმართა სოლიდარობის აქცია ფილარმონიასთან უკვე მე-9 დღეა მიმდინარეობს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღეს იქნება ბოლო აქცია არჩევნებამდე.