„ლიბერთი ბანკის“ ოფისში ხანძარი  ლოკალიზებულია

„ლიბერთი ბანკის“ ოფისში ხანძარი ლოკალიზებულია

"ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის უკვე ლოკალიზებულია. თუმცა ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს,  სახანძრო და სამაშველო ბრიგადები კი ადგილზე ისევ რჩებიან.

ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის ლადო გურგენიძის განაცხადებით, "ლიბერთი ბანკის" ტერმინალები და ბანკომატები ხვალ დილამდე გაითიშება,

მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და მოხდა მთლიანი პერსონალის გამოყვანა.

„ტერნიმალი და ბანკომატები ხვალ დილამდე გათიშული იქნება. ბანკის კოლექტივი არ დაიშურებს არაფერს, რომ ხვალ დილიდან რაც შეიძლება მეტი ბანკომატიდან შეძლონ მოქალაქეებმა სარგებლობა",-აღნიშნა გურგენიძემ. 

„ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისს ცეცხლი დაახლოებით, ერთი საათის წინ გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადაგენილი არ არის, თუმცა, ვარაუდობენ, რომ იგი შენობის ბოლო სართულზე მიმდინარე სამუშაოების დროს გაჩნდა.

ადგილზე 20 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით, 20 წუთში მოხერხდა.

დამწვარია ვაკის პარკის მხარეს მდებარე შენობის გვერდითა ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.