„ინფო 9“–მ სამაუწყებლო ლიცენზია აიღო

„ინფო 9“–მ სამაუწყებლო ლიცენზია აიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „მეცხრე არხი ინფომ“ სამაუწყებლო ლიცენზია აიღო. ამის შესახენ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, „მეცხრე არხი ინფომ“  თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, რომლის სახეობაა - საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.