„ნაციონალური მოძრაობის

„ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე ვალერიანე ცომაია დააკავეს

შსს-ს აბაშის რაიონული სამმართვლოს თანამშრომლებმა  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ფაქტზე ვალერიანე ცომაია დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცომაია აბაშის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო პლაკატებს ხევდა.

შსს-ს ცნობით, ადგილზე მისულ პოლიციას მან სიტყვიერი და ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენა.

განცხადების თანახმად, ვალერინე ცომაიას მსგავსი ქმედებების გამო უკვე ორჯერ აქვს პოლიციისგან გაფრთხილება მიღებული. ამჯერად კი მისი დაკავება  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა და გადაყვანილია სასამართლოში.