ომბუდსმენის აპარატის პრევენციული ჯგუფი ქსნი N19 დაწესებულებაში შევიდა

ომბუდსმენის აპარატის პრევენციული ჯგუფი ქსნი N19 დაწესებულებაში შევიდა

სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა #19 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტი განახორციელა.

ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპაარტი ავრცელებს.

განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„2012 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი იმყოფებოდა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 დაწესებულებაში, სადაც სახალხო დამცველის რწმუნებულიები გაესაუბრენ იქ განთავსებულ მსჯავრდებულებს. მათი თქმით, 2012 წლის 25 სექტემბრიდან შიმშილობა გამოაცხადა 30-მდე მსჯავრდებულმა, რომელთა ძირითადი მოთხოვნაა, გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურება, ასევე, ამუშავდეს და ეფექტური გახდეს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმები.

ამჟამად N19 დაწესებულებაში იმავე მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს ხუთი მსჯავრდებული. მსჯავრდებულთა ნაწილი, მოშიმშლეთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.