ეროვნულ სტადიონზე „ნაც.მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობის მონაწილეები იკრიბებიან

ეროვნულ სტადიონზე „ნაც.მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობის მონაწილეები იკრიბებიან

ეროვნულ სტადიონზე „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობის მონაწილეები იკრიბებიან. შეკრებას მოქალაქეები თითქმის მთელი საქართველოდან ესწრებიან.

 შეკრებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გახსნის.

სტადიონზე მოწყობილია ტრიბუნა,  საიდანაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დღეს შეკრებილებს მიმართავენ.

ყრილობის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელ შეკრებაში მონაწილეობენ, რადგან სწამთ და სჯერათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს და ქართველ ხალხს მეტ სარგებელს მოუტანს.

 შეკრებილებს მაისურები აცვიათ  წარწერით -  „არა წარსულში დაბრუნებას“.

სტადიონზე დამონტაჟებულია დიდი მონიტორები, რომელზეც გამომსვლელთა სიტყვების თვალის დევნებაც შესაძლებელია.