„ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისში ხანძარია

„ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისში ხანძარია

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისში ხანძარია.  ცეცხლი შენობის საკმაოდ დიდი ნაწილს აქვს მოკიდებული.  ბანკის შენობიდან მოხდა თანამშრომელთა ევაკუაცია.  ადგილზე  მობილიზებულია სახანძრო სამსახური.

ლიბერთი ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია.  ბანკის ბოლო სართულზე ცეცხლი მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ადგილზე გაჩნდა.

მათი  ცნობით, სხვა სართულებს ცეცხლი არ მოსდებია, ვინაიდან სახანძრო სამსახურის ბრიგადები ადგილზე დროულად მივიდნენ.