ამომრჩევლებმა კენჭისყრამდე ამომრჩევლის ბარათი უნდა მიიღონ

ამომრჩევლებმა კენჭისყრამდე ამომრჩევლის ბარათი უნდა მიიღონ

საარჩევნო კოდექსის მიხედვით,  საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არაუგვიანეს ორი დღისა, ამომრჩევლის ბარათს გადასცემს.

საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: კენჭისყრის თარიღი და დრო; კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები; ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში; ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი,  საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები; საარჩევნო უბნის ნომერი; ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი არ არის.