Forsa:  რესპოდენტები გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, ათქულიანი შკალიდან 9,7 ახალაიას,  9,5 ქულას კი, კალმახელიძეს ანიჭებენ

Forsa: რესპოდენტები გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, ათქულიანი შკალიდან 9,7 ახალაიას, 9,5 ქულას კი, კალმახელიძეს ანიჭებენ

Forsa - ს კვლევის თანახმად, რესპონდენტები კითხვაზე, „ვინ არის პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რომლებიც გლდანის მე-8 ციხეში განხორციელდა“  ათქულიანი შკალიდან 9, 8 ქულას ანიჭებენ იმას,  რომ პასუხიმგებლობა აუცილებლად უნდა იყოს,  9, 7 ქულას ანიჭებენ ბაჩო ახალაიას,  ხათუნა კალმახელიძის პასუხიმგებლობას - 9,5 ქულით საზღვრავენ, მთავრობისას -  9, 0,  მიხეილ სააკაშვილისას - 8, 7 და ვანო მერაბიშვილის კი,  -  8, 7 ქულით.

კვლევის თანახმად,  ათქულიანი შკალიდან  ერთი ქულა ნიშნავს,  რომ პასუხისმგებლობა არავის უნდა დაეკისროს,  ხოლო ათი ქულა მაქსიმალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

 Forsa გერმანული კვლევითი ცენტრია,  მან საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო კვლევა 2012 წლის 24-25 სექტემბერს ჩაატარა.

პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით 1943 რესპოდენტი გამოიკითხა.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.  კვლევის შედეგები Forsa-ს წარმომადგენელმა პიტერ მაპუშეკმა წარადგინა.