Candy ერევანში მიემგზავრება(VIDEO)

Candy ერევანში მიემგზავრება(VIDEO)

2011 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფი “Candy” ერევანში ეროვნულ ფინალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.

სომხეთის ეროვნული ფინალი 30 სექტემბერს გაიმართება, შიდაშესარჩევ კონკურსში 17 მომღერალი მონაწილეობს. კონცერტზე ჯგუფი “Candy” სიმღერას ‘’Candy Music“ შეასრულებს.

ჯგუფ “Candy-ის“ წევრები ერევანში საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერთან ნათია უზნაძესთან ერთად 29 სექტემბერს გაემგზავრებიან.

2012 წლის საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. კონკურსი "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" (HMH) 1-ლ დეკემბერს ჩატარდება.