რატომ გააბრაზა სერგეი ბეზრუკოვმა სააკაშვილის მხარდამჭერები?

რატომ გააბრაზა სერგეი ბეზრუკოვმა სააკაშვილის მხარდამჭერები?

მოსკოვის თეატრის ოლეგ ტაბაკოვის სპექტაკლით "ზოგჯერ ბრძენიც კი შეცდება", „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილონი დარჩნენ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ სერგეი ბეზრუკოვის გმირი ეგორ გლუმოვი სულიერი მღელვარების დროს...ჰალსტუხს ღეჭავს.

„სააკაშვილის მხარდამჭერებმა ამ სცენაში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის მიერ ჰალსტუხის ღეჭვის გავრცელებულ კადრებთან მსგავსება აღმოაჩინეს, რაზეც მათ უკმაყოფილება გამოხატეს, ხოლო ქართველი მაყურებლის რეაქციას, რომელიც დიდხანს და ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს მსახიობებს სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, დამამცირებელი და პროვინციალური უწოდეს,-აცხადებენ რუსული სააგენტოები.