„ნაციონალური მოძრაობა“ სტადიონზე მხარდამჭერებს საკვებს დაურიგებს

„ნაციონალური მოძრაობა“ სტადიონზე მხარდამჭერებს საკვებს დაურიგებს

სავაჭრო ცენტრ „კიდობანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსებით საკვები მიიტანეს. საკვებს პოლიეთილენის პარკებში ახარისხებენ, რომელიც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მისული მხარდამჭერებისთვისაა განკუთვნილი.

 „ინფო 9“-ის გადამღებ ჯგუფს პირმა, რომელიც საკვებს ახარისხებდა, საკუთარი ვინაობა არ გაამხილა და აგრესიულად მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება იმ მიზეზით, რომ ეს ტერიტორია მისი საკუთრებაა, საკვები კი ჰუმანიტარული დახმარებისთვისაა განკუთვნილი.