ჯონდი ბაღათურია:  ვინც „ქართულ დასს

ჯონდი ბაღათურია: ვინც „ქართულ დასს" ხმას არ მისცემს, ხმა „ქართულ ოცნებას" უნდა მისცეს

 "ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბარათურიას განცხადებით, „ქართულმა დასმა" პარტია „განახლებული საქართველოს" წარმომადგენლებთან შეთანხმების საფუძველზე, 73 საარჩევნო ოლქიდან 72-ში მაჟორიტარების კანდიდატები მოხსნა. ერთადერთ ოლქში, საბურთალოს რაიონში კენჭს მხოლოდ ჯონდი ბაღათურია იყრის.

„საბურთალოზე მე ამომრჩეველთა მაღალი მხარდაჭერა მაქვს. ამიტომ მხოლოდ მე ვრჩები მაჟორიტარობის კანდიდატად" ,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მისივე თქმით, ვინც „ქართულ დასს" ხმას არ მისცემს, ხმა „ქართულ ოცნებას" უნდა მისცეს, ხოლო ვინც კოალიციის მხარდაჭერაზე უარს იტყვის, ხმა „ქართულ დასს“ უნდა მისცეს.

ჯონდი ბაღათურიამ აჭარისა და ბათუმის მოსახლეობასაც მიმართა და ბათუმელებს მურმან დუმბაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ბათუმში კენჭს იყრის მურმან დუმბაძე, რომელიც არის პატრიოტი კაცი. სირცხვილი იქნება, იქ თუ გია ბარამიძე გაიმარჯვებს. პოლიტიკურ სპექტრში მურმან დუმბაძე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გაბედა და ხმა ამოიღო თურქ-ოსმალთა ოკუპაციის სიმბოლოს მშენებლობაზე. ის, როგორც პატრიოტი, იცავდა სამშობლოს ინტერესებს და ამის გამო გახდა დევნის ობიექტი",-აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ და ყველა ბათუმელს მოუწოდა მხარი სწორედ მურმან დუმბაძეს დაუჭიროს.

ჯონდი ბაღათურიამ ფარული აუდიოჩანაწერების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ "არ სჯერა აუდიოჩანაწერების ნამდვილობის".