ბიძინა ივანიშვილი: უნდა   აღზევდეს გლეხი და ღირსეული შემოსავალი უნდა ჰქონდეს თითოეულ ოჯახს

ბიძინა ივანიშვილი: უნდა აღზევდეს გლეხი და ღირსეული შემოსავალი უნდა ჰქონდეს თითოეულ ოჯახს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ძალიან დიდი ყურადღებას აქცევს სოფლის მეურნეობას, ამაზე მათ უკვე ისაუბრეს. ივანიშვილის განცხადებით,  მიწა მოსახლეობას უნდა დაუბრუნდეს და ღირსეული შემოსავალი უნდა ჰქონდეს თითოეულ ოჯახს.

„შეიძლება რაღაც განსაკუთრებულ მიწებზე უნდა დაწესდეს გადასახადი, მიწა მოსახლეობას უნდა დაუბრუნდეს.  ჩვენ უნდა დავეხმაროთ ხალხს მაქსიმალურად, მათ უფასოდ უნდა დავურიგოთ თესლი, ნერგი ტექნიკა, ჩვენ აქეთ კი არ უნდა გადავახდევინოთ ხალხს ფული, არამედ იქეთ გადავუხადოთ. უნდა   აღზევდეს გლეხი და ღირსეული შემოსავალი უნდა ჰქონდეს თითოეულ ოჯახს და ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.