Forsa: გამოკითხულთა 80% სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს

Forsa: გამოკითხულთა 80% სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს

Forsa-ს  კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 80 % თვლის, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში,  გამოვლენილ დანაშაულებზე პოლიტიკური პასსუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს.

შეკითხვის პასუხად, პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თუ არა  და დაუყოვნებლივ გადადგეს თუ არა. პასუხები  შემდეგნაირია: გამოკითხულთა 80 % მიიჩნევს, რომ - დიახ, 11% მიიჩნევს, რომ  - არა, ხოლო გამოიკითხულთა 9%-მა არ იცის, ან კითხვას  პასუხს არ სცემს.

Forsa გერმანული კვლევითი ცენტრია, მან საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო კვლევა 2012 წლის 24-25 სექტემბერს ჩაატარა. გამოიკითხა 1943 რესპოდენტი პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით.