Forsa: ამომრჩევლის 88% არჩევნებში  მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს

Forsa: ამომრჩევლის 88% არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს

Forsa-ს კვლევის შედეგების მიხედვით საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის 88% აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

კვლევის შედეგად გამოიკითხა 1943  რესპოდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. „ფორსამ“ კვლევა საქართველოში 2012 წლის 20-25 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა.

Forsa  წინასაარჩევნო კვლევის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.