მტკვრის ორივე სანაპირო ყვითელი სამარშრუტო ტაქსებითაა სავსე

მტკვრის ორივე სანაპირო ყვითელი სამარშრუტო ტაქსებითაა სავსე

როგორც From.ge-ს კორესპონდენტი გვატყობინებს, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო ყვითელი სამარშრუტო ტაქსებითაა სავსე.

სანაპიროზე ჯეოსელის ოფისთან 50-მდე ცარიელი სამარშრუტო ტაქსი დგას, ცარიელი სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ დიღომშიც.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე კი მთელ სიგრძეზე რაიონებიდან ჩამოსული ცარიელი ავტომანქანებია, მძღოლები მანქანებიდან გადმოსულები არიან და ბორდიურებზე არიან ჩამომსხდარი. ისინი ჟურნალისტებთან საუბარს და კომენტარების გაკეთებას ერიდებიან.