ქეით ჰოლმსისა და ტომ კრუზის ქალიშვილი სკოლის მოსწავლე გახდა

ქეით ჰოლმსისა და ტომ კრუზის ქალიშვილი სკოლის მოსწავლე გახდა

ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების, ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის გოგონა სური წელს პირველად წავიდა სკოლაში, პირველივე კლასში აუცილებელია, მან დამატებით, ერთი უცხო ენა აირჩიოს. როგორც ჩანს, პატარა სურის ამაში დედამისი, ქეითი ეხმარება. შვილს ის ჩინურ ენას ურჩევს.

სური მაჰეტენის პრესტიჟულ სკოლაში დადის,  მისი მშობლები სურის განათლების სანაცვლოდ 40 ათას დოლარს იხდიან.  გარდა ამისა, საბავშვო მოდის ხატად აღიარებული პატარა სური იძულებული იქნება, მოდური სამოსი გვერდზე აგდადოს და სკოლაში ფორმით იაროს.

სკოლა სურისთვის დედამისმა შეარჩია, გოგონათა კათოლიკური  აკადემია, სადაც თავის დროზე ლედი გაგაც სწავლობდა. მამას, ტომ კრუზს, სურდა სური საიენტოლოგების სკოლაში შეეყვანა, თუმცა ჰოლმსთან ვერაფერი გააწყო.. შეგახსენებთ წყვილი ერთმანეთს ზაფხულის დასაწყისში დაშორდა და განქორწინების მიზეზიც სწორედ საიენტოლოგია იყო.

ქეითი ყოველთვის ზრუნავდა სურის განათლებაზე, პატარამ უკვე იცის ესპანური და ფრანგული ენები, 6 წლის სური მალე ჩინურ ენასაც შეისწავლის.  როგორც ირკვევა, მის სკოლას აქვს ფილიალი ჩინეთში, სადაც მოსწავლეებს ადგილობრივი კულტურის გასაცნობადაც აგზავნიან,  ამიტომ შესაძლებელია, რომ სურიმ მალე მოგზაურობაც დაიწყოს.