გია ხუხაშვილი: საზოგადოებას ხელისუფლებისთვის ვერდიქტი უკვე გამოტანილი აქვს

გია ხუხაშვილი: საზოგადოებას ხელისუფლებისთვის ვერდიქტი უკვე გამოტანილი აქვს

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“  უკანონობაში ჩაითრიოს, თუმცა აღნიშნავს, რომ კოალიცია კანონიერების ზღვარს არ გასცდება.

როგორც ხუხაშვილმა დღეს for.ge  -ის პრესკლუბში განაცხადა ბოლოდროინდელი ხელისუფლების მცდელობები, ვითომდა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მიმართული, ყოველგვარ კანონიერების ფარგლებს ცდება.

აქვე, ის ხელისუფლებისგან მორიგ პროვოკაციებს არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ მათ სიტყვას ქართველი საზოგადოებისთვის ფასი აღარ აქვს.

 „ხელისუფლებისგან ყველანაირი  პროვოკაციაა მოსალოდნელი. მათ უნიჭო  სპექტაკლები დაიწყეს, თუმცა მათი შეკვრაც აღარ შეუძლიათ. ისინი სრულ მარაზმში არიან გადაჭრილები. შესაბამისად, ასეთი  ტიპის ხელისუფლებისგან,  ყველაფერს უნდა ველოდოთ, თუმცა ქართველი საზოგადოებისთვის მათ ნათქვამს ფასი აღარ აქვს.  მათთვის ქართველ ხალხს ვერდიქტი უკვე გამოტანილი აქვს, უბრალოდ,  ეს პირველ ოქტომბერს უნდა გაფორმდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა რომ „ქართული ოცნება“ არანაირ პროვოკაციას არ წამოეგება.