გია ხუხაშვილი: ჩემი ინფორმაციით, ბოკერია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპაში შეხვდა

გია ხუხაშვილი: ჩემი ინფორმაციით, ბოკერია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპაში შეხვდა

ექსპერტ გია ხუხაშვილის ინფორმაციით, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არა რუსეთში  არამედ,  ევროპაში შეხვდა.

ამის შესახებ, ხუხაშვილმა დღეს for.ge  -ის პრესკლუბში  გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ყოველივეზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

ხუხაშვილი ეჭვობს,  მათ შორის რაიმე გარიგება შემდგარიყო.

„ამასთან დაკავშირებით მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ბოლო ხანებში პროპაგანდა საერთოდ აღარ საუბრობს რუსულ საფრთხეზე. ხელისუფლება ახლა მხოლოდ ქურდულ სამყაროსთან კავშირებზე და მსგავს მარაზმებზე აკეთებს აქცენტს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმითვე,  ამ ქვეყნის ბედს ქართველი ხალხი წყვეტს და არანაირ გარიგებაში არ უნდა შევიდეს ბოკერია რუსეთის ხელისუფლებასთან.

„ეს აღარაფერს შეცვლის“,  - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს,  გიგა ბოკერია მთავრობის მაღალჩისნოსნებთან მოლაპარაკებების მიზნით რუსეთში იმყოფებოდა.